რა სახის სტატიებით ვართ დაინტერესებული?
ჩვენ გვაინტერესებს საკონსტიტუციო სამართლის და პოლიტიკის აქტუალური მოვლენების (მაგ. სასამართლო გადაწყვეტილებები, კანონმდებლობა და ა.შ.) საფუძვლიანი ანალიზი. თუ რომელიმე მათგანი არის თქვენი კვლევის სფეროში, გთხოვთ წარადგინოთ ბლოგ-პოსტი. გამოგვიგზავნეთ ელ. წერილი ან შეტყობინება Facebook-ზე, მოკლედ აგვიხსენით თემის აქტუალობა და თქვენი, როგორც სპეციალისტის გამოცდილება. ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად გიპასუხებთ.
რა ენაზე ქვეყნდება სტატიები?
ბლოგის სამუშაო ენა არის ქართული, თუმცა სტატიები რომლებიც დაკავშირებულია შედარებითი სამართლის, პოლიტიკის, სხვა ქვეყნის ან საქართველოს აქტუალურ საკითხებთან და საინტერესო შეიძლება იყოს უცოენოვანი მკითხველისთვის, პერიოდულად გამოქვეყნდება ასევე ინგლისურ ენაზე. ინგლისურენოვანი ბლოგ-პოსტები გაერთიანდება საერთო კატეგორიაში და განთავსდება ვებგვერდზე.
არის განსხვავება ბლოგ-პოსტსა და აკადემიურ ნაშრომს შორის?
ტრადიციულ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებულ ნაშრომისგან განსხვავებით, ბლოგ-პოსტი არის აქტუალური საკითხების შედარებით მოკლე ანალიზი. Constitutionblog პოსტები ჩვეულებრივ უნდა იყოს 1000 – 1500 სიტყვა. შეიძლება გთხოვოთ მისი შემოკლება, თუ 2000 სიტყვაზე მეტია.
არის განსაზღვრული გამოგზავნის ვადა?
როგორც ონლაინ გამოცემა ჩვენ ბლოგ-პოსტებს ვაქვეყნებთ სწრაფად და მკაცრად დადგენილი ვადები არ გვაქვს. თუმცა ჩვენი სურვილია ბლო-პოსტები გამოქვეყნდეს იმ დროს როდესაც განსახილველი საკითხი აქტუალურია საზოგადოებაში და დაინტერესებული აუდიტორია ელოდება ექსპერტულ შეფასებებს.
ხდება თუ არა სტატიის რედაქტირება?
ბლოგ-პოსტის რედაქტირება მოხდება საჭიროების შემთხვევაში. ჩვენ ვცდილობთ სტატია იყოს ტექნიკურად და შინაარსობრივად გამართული. ყველა არსებითი ცვლილება თქვენი თანხმობით განხორციელდება გამოქვეყნებამდე.
როგორი უნდა იყოს ბლოგ-პოსტის სათაური?
Constitutionblog-ის პოსტს ჩვეულებრივ აქვს მოკლე სათაური (მაქს. 50 სიმბოლო) და უფრო გრძელი, აღწერილობითი ქვესათაური (მაქს. 100 სიმბოლო). მოკლე სათაურმა უნდა გამოიწვიოს მკითხველის დაინტერესება, სათაურის და ქვესათაურის კომბინაცია ერთმანეთთან უნდა იყოს დაკავშირებული და ასახავდეს თქვენი პუბლიკაციის სტუქტურას.
როგორ მივუთითოთ წყაროები?
ჩვენ მოგიწოდებთ, დაასაბუთოთ თქვენი მოსაზრებები, რომლებიც არ არის უბრალო მოსაზრება და მიუთითოთ სხვა ავტორები, რომელთა იდეებსა და კვლევის შედეგებს იყენებთ თქვენი არგუმენტისთვის როგორც ნებისმიერ სხვა სამეცნიერო პუბლიკაციაში. როგორც ჩვენი სარედაქციო პროცესის ნაწილი, შესაძლოა გთხოვოთ წყაროების დამატება ან ჩვენი წინადადებების გაზიარება. ნებისმიერი ასეთი წინადადება მიღებულ იქნება თქვენი თანხმობით გამოქვეყნებამდე. გთხოვთ წყაროების მითითებისას გამოიყენოთ სქოლიოები. სქოლიოში ინტერნეტ წყაროების გამოყენებისას გთხოვთ მიუთითოთ შესაბამისი ლინკი ბოლო განახლების თარიღით.
ნაშრომის ფორმატირების მოთხოვნები
- ფონტი – Sylfaen;
- ფონტის ზომა – 12, გაქმოქვეყნების პროცესში შესაძლებელია შეიცვალოს ფონტის ზომა;
- სქოლიო – იმავე ფონტით, რაც ძირითადი ნაშრომი, ფონტის ზომა 10.
როგორია ორიგინალობისა და ინტერესთა კონფლიქტის წესები?
ბლოგ-პოსტები უნდა იყოს ორიგინალური და ეკუთვნის მათ ავტორებს. ავტორებმა უნდა გვაცნობონ არის თუ არა სტატია ადრე გამოქვეყნებული ან გაგზავნილი სხვა გამოცემაში. ავტორებმა არ უნდა განახორციელონ პლაგიატი თავიანთ ბლოგ-პოსტებში. გთხოვთ ბლოგ-პოსტს დაუთმონ ტექსტის, იდეებისა და სურათების ორიგინალური წყაროები. ჩვენ ასევე გთხოვთ ავტორებმა პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი გამჭვირვალე გახადოთ.
როგორი იქნება ავტორის შესახებ მითითებული ვებგვერდზე?
ჩვენ ვცდილობთ განვათავსოთ მოკლე ინფორმაცია ავტორის შესახებ: სახელი, გვარი, უნივერსიტეტი. ავტორის პროფილი მოიცავს ფოტოს. გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ მაღალი რეზოლუციის მქონე ფოტო, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ამ მიზნით. გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ თქვენ ფლობთ საავტორო უფლებებს ან გაქვთ ფოტოგრაფის თანხმობა.
შემიძლია ჩემი Constitutionblog სტატიის სხვაგან გამოქვეყნება?
თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ ხელახლა გამოაქვეყნოთ თქვენი სტატია სხვაგან. ჩვენ მივესალმებით გამოქვეყნებას, თუმცა გთხოვთ, დარწმუნდით, რომ სტატია შეიცავს მითითებას და ბმულს ორიგინალურ პუბლიკაციაზე Constitutionblog-ზე.
როგორ გამოვაგზავნო ჩემი სტატია?
თუ გსურთ სტატიის გამოქვეყნება, გთხოვთ, გამოაგზავნოთ MS Word ფორმატის დოკუმენტის სახით ელ. ფოსტაზე iconsgeo@gmail.com ელ. წერილის სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ “ბლოგი გამოსაქვეყნებლად”