ბლოგი


Constitutionblog შეიქმნა 2022 წლის თებერვალში საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოება – საქართველოს (ICON•S Georgia) დამფუძნებელი წევრების ინიციატივით, რომელიც აერთიანებს საჯარო სამართლით და პოლიტიკით დაინტერესებულ პროფესორებს, ახალგაზრდა მკვლევარებს, დოქტორანტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს. ჩვენ ვაქვეყნებთ ახალ პოსტებს კვირაში ერთხელ, რომლებიც მოიცავს საჯარო სამართლის და პოლიტიკის პრაქტიკულად ყველა ასპექტს საქართველოში.

აქედან გამომდინარე, ბლოგ-პოსტები შეეხება არა მხოლოდ საკონსტიტუციო სამართლის, არამედ ადმინისტრაციული სამართლის, საერთაშორისო საჯარო სამართლის, ადამიანის უფლებების, სამართლის ისტორიის და სხვა მომიჯნავე დარგების აქტუალურ საკითხებს.

ხარისხის კონტროლი და ორიგინალობა

თითოეულ ბლოგ-პოსტს განიხილავენ Constitutionblog-ის რედაქტორები. შინაარსის ხარისხის უზრუნველსაყოფად ბლოგ-პოსტები ასევე ექვემდებარება Constitutionblog-ის ასოცირებული რედაქტორების მიერ განხილვას.

ბლოგ-პოსტები უნდა იყოს ორიგინალი და ეკუთვნოდეს მათ ავტორებს. ავტორმა უნდა გაამჟღავნოს იყო თუ არა ბლოგ-პოსტი ადრე გამოქვეყნებული, განხილვის პროცესში ან  შეთანხმებული გამოქვეყნებაზე სხვა გამოცემაში.

პლაგიატის პოლიტიკა

ავტორებმა თავიდან უნდა აიცილონ პლაგიატი Constitutionblog-ში ბლოგ-პოსტის გამოსაქვეყნებლად წარდგენისას. ავტორებს ვთხოვთ ბლოგ-პოსტში მიუთითონ ტექსტის, იდეებისა და ფოტოების ორიგინალური წყაროები. თუ ჩვენი სარედაქციო განხილვის დროს აღმოვაჩენთ პლაგიატს, ბლოგ-პოსტი არ გამოქვეყნდება. იმ შემთხვევაში, თუ პლაგიატი გამოჩნდება მხოლოდ Constitutionblog-ზე გამოქვეყნების შემდეგ, გამოვაქვეყნებთ სათანადო შესწორებას ან წავშლით ბლოგ-პოსტს.

საავტორო უფლება

ავტორები ინარჩუნებენ საავტორო უფლებებს Constitutionblog-ზე გამოქვეყნებულ თავიანთ პუბლიკაციებზე, რაც Constitutionblog-ს აძლევს თანხმობას გამოაქვეყნოს ისინი და გაავრცელოს სოციალური მედიის პლატფორმებზე.

ღია ხელმისაწვდომობა

Constitutionblog არის ღიად ხელმისაწვდომი, რაც ნიშნავს, რომ მთელი შინაარსი თავისუფლად არის ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის, ავტორისთვის ან მისი დაწესებულებისთვის. მომხმარებლებს უფლება აქვთ წაიკითხონ, ჩამოტვირთონ, დააკოპირონ, გაავრცელონ, დაბეჭდონ, მოძებნონ ან დააკავშირონ სტატიების სრული ტექსტები, ან გამოიყენონ ისინი სხვა კანონიერი მიზნით, გამომცემლისგან ან ავტორისგან წინასწარი ნებართვის მოთხოვნის გარეშე.

ბლოგ-პოსტის მითითება სხვა გამოცემებში

ბლოგ-პოსტის სხვა გამოცემაში მითითება შეიძლება მოხდეს შემდეგი ფორმით: ავტორის სახელი, გვარი (2022) ‘სტატიის სათაური’, Constitutionblog, სტატიის ზუსტი ლინკი, გამოქვეყნების თარიღი, [ბოლო ნახვა, ნახვის თარიღი —-].

პარტნიორები და სარეკლამო პოლიტიკა

Constitutionblog-ს მხარს უჭერს საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადეობის საქართველოს ორგანიზაცია ICON•S Georgia. სარედაქციო გადაწყვეტილებების თვალსაზრისით, Constitutionblog რჩება სრულიად დამოუკიდებელი.

Constitutionblog ახორციელებს რეკლამას შეზღუდული რაოდენობით თავის მთავარ გვერდზე. ჩვენ ვღებულობთ რეკლამას ვაკანსიების, კონკურსების, ჟურნალებისა და წიგნების, აგრეთვე სასწავლო და მსგავსი პროგრამებისთვის, რომლებიც შეესაბამება Constitutionblog-ის მიზნებს. აღნიშნული ინფორმაცია შესაძლებელია ასევე გავრცელდეს ჩვენი სოციალურ მედიის პლატფორმებზე. თუ გსურთ რეკლამის განთავსება Constitutionblog-თან, გთხოვთ მოგვმართოთ ელ. ფოსტის iconsgeo@gmail.com საშუალებით.


Print Friendly, PDF & Email